საზოგადოება
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიციის 35 დეპუტატი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ერთობლივი განცხადება თამარ კორძაიამ, ლევან ბეჟაშვილმა, ალეკო ელისაშვილმა, თაკო ჩარკვიანმა, თეონა აქუბარდიამ და ქეთი თურაზაშვილმა გააკეთეს.

კორძაიას განცხადებით, ოპოზიციას ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საკმარისი ხელმოწერა აქვს შეგროვებული.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, მზად არის თუ არა კორუფციის პრობლემებზე სასაუბროდ, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება საქართველოს ევროპის წინაშე აქვს აღებული.