აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6720 ლარი გახდა

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6720 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6720 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8663 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9038 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0375 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.