უცხოეთი
„ანადოლუ“ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს განუცხადა, რომ „თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია“.

ამასთან, თურქული მედია დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დასრულდა და ირანი ახალ ოპერაციას არ განახორციელებს, თუ მასზე თავდასხმა არ მოხდება.

ამავდროულად, ამირ-აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ თუ ირანს ხელახლა დაესხმებიან თავს, მათი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გუშინ იყო.

თეირანᲨი აცხადებენ, რომ 13 აპრილის იერიში იყო ირანის პასუხი პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმაზე, რომელსაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და ირანის სუვერენიტეტის შელახვაში დასდო ბრალი.

1tv.ge