რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველომ გამჭვირვალობაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო!

   საბოლოოდ ჩამოიხსნეს რა ნიღბები ბრაზით (საუბარი აღარაა დიპლომატიასა და სირცხვილზე!) კონტროლიდან გასული საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელმაარ მოისურვა საკანონმდებლო ფუნქციების დელეგირება ბრიუსელსა და ვაშინგტონისთვის, დასავლელი მენტორები საჯაროდ მიუთითებენ, რომელი კანონები უნდა მიიღოს და რომელი - არა. მაგრამ არერთხელ, საქართველოსთან "მეგობრობისა და პარტნიორობის" წლების განმავლობაში, ევროკავშირდა აშშ-ს არ ურჩევიათ, როგორ აღდგინოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად - მხოლოდ ომის გზით, რუსეთისთვის "მეორე აფხაზური ფრონტის" გახსნით "პირველი უკრაინული ფრონტთან” კვალდაკვალ! საქართველო ევროკავშირსა და ნატოში მხოლოდ მას შემდეგ მიიწვიეს, რაც აქ რუსეთის მონაწილეობით ყველა ომი დასრულდა! სწორედ ასე დღეს სომხეთს იწვევენ - მას შემდეგ, რაც ყარაბაღში ყველაფერი დასრულდა!

   მიუხედავად „ცივი ომისა“, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ განიცადა რენესანსი მშვიდობის ხარჯზე, ლიდერი ქვეყნების საბჭოთა კავშირსა და შემდგომში სსრკ-ის მემკვიდრესთან, რუსეთის ფედერაციასთან ძალთა ბალანსისა და პროდუქტიული თანამშრომლობის შედეგად. მაგრამ ევროკავშირის წარმოქმნის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროპის ლიდერი ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი ღრმა კრიზისში შედიან მათი კონტრპროდუქტიული ანტირუსული საგარეო პოლიტიკის გამო. იმავეს ითხოვს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისგან, მასთან ერთად ანტირუსულ მორევში ჩათრევით! განსაკუთრებით გაშმაგებით ევროპული სტრუქტურები დაესხნენ თავს საქართველოს, რომლის ხელისუფლება უკვე 12 წელია რუსეთთან კონფრონტაციას გაურბის. რუსეთში მსხვილი ბიზნესის მქონე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისადმი სიძულვილის გამო (რომელსაც სანქციები დაუწესდა ევროპული ბანკების მეშვეობით, პირწმინდად ბოლშევიკურად 2 მილიარდი დოლარის ექსპროპრიაციით!), გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაუდასტურა ევროკავშირის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების იდეის მიმართ, რაც გულისხმობს საქართველოში უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას. იმავე მოსაზრებას იზიარებენ ნატო და აშშ, რაც დაადასტურეს ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, თეთრი სახლისა და სახდეპის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, თუ არ ჩავთვლით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს.

   მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს მეორედ აიღოს ხელი თავის განზრახვაზე და დღეს ეს პროცესი პარლამენტში დაიწო, მიუხედავად ადგილობრივი უცხოელი აგენტების - ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ბობოქარი პროტესტისა, რომლებიც ამერიკული კანონის „FARA“-ს რბილ ქართულ ვარიანტს რუსულ კანონად“ ნათლავენ.

   გასული წლის განმავლობაში, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონის უკან გაწვევის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაერთხელ შესულა დასავლეთთან კოლიზიაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მიზეზი უბრალოა - ტრადიციულ ფასეულობებს, როგორც უკანასკნელ ბუჩქს ფლატეს წინ, ჩაბღაუჭებულმა "ქართულმა ოცნებამ" დაინახა უფსკრული, რომელშიც დასავლელი "კეთილმოსურნეები" უბიძგებდნენ - დაინახა საქართველოს ადგილას ღატაკი რეზერვაცია უსახური ზომბებით, დაინახა სოდომი და გომორა, დაინახა სამხედრო კონფლიქტების შედეგად დაკარგული და გადამწვარი მიწები, დაინახა მარიონეტული მთავრობა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილით სათავეში, მაგრამ ვერ დაინახა საკუთარი თავი... რაც უფრო ახლოვდებ არჩევნები, მით მეტად ავიწროებს ევროკავშირი დერეფანს მმართველი პარტიისთვის - ისე, რომ მას გაძრომა მხოლოდ ოპოზიციამ შეძლოს! ლგბტ-ღირებულებების პროპაგანდის აკრძალვა და ქართველი მოსამართლეების ვეტინგზე უარის თქმა, უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა - გაბარიტული ტვირთია „ქართული ოცნებისთვის“, რომლითაც ის ვერ გაძვრება დასავლურ ჩარჩო-დეტექტორებში, და პირიქით - ოპოზიციისთვის, რომელიც ფსონს დებს არა ქართველი ხალხის უმრავლესობაზე, არამედ უცხოეთის აგენტებზე, ეს დაბრკოლებები მიზნის მიღწევაში საყრდენებს წარმოადგენს.

   12 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ გამოცადა ყველა მეთოდი - წავიდა ყველა დათმობაზე საკუთარი თავის, ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის საზიანოდ, მაგრამ დასავლეთს უცხოელ აგენტებზე მეტად თავი ვერ მოაწონა. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა დუმილზე, როცა მასზე დღისით-მზისით ძალადობენ - უცხოელ აგენტებს ფულს უხდიან ხელისუფლებაში სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიის დასაბრუნებლად რადიკალურ ოპოზიციასთან კოალიციაში. საქართველომ უკვე მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ არა ფეხბურთში, არამედ სწორედ მათ, ევროპელების მიერ მოგონილი გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით: ევროპამ გვასწავლა გამჭვირვალობა - და ჩვენ ევროპული ცნებების ერთგული ვართ, ჩვენ გვსურს ყველა ფინანსური ნაკადის გამჭვირვალობა საქართველოში!“ - უტევს ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლება მისივე იარაღით და ევროკავშირს არაფერი აქვს საპასუხო. „ეს რუსული კანონია“ არადამაჯერებელი კონტრარგუმენტია, თუმცა კანონმა უცხოელი აგენტების შესახებ მართლაც უზარმაზარი როლი ითამაშა რუსეთის სახელმწიფოს განმტკიცებაში. ასე იქცა საქართველო უფრო დიდ ევროპად, ვიდრე თავად ევროკავშირი, აჯობა მას გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ღირებულებების იდეალებისადმი ერთგულებით.

   ახლა საქართველოს მთავრობა ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ჰქონდეს მასთან ორმხრივად მომგებიანი პარტნიორული ურთიერთობები უცხოელი აგენტების სპონსორობის ნაცვლად: ნუ გაატანთ ქარს ამდენ ფულს, გადმოამისამართეთ ტრანშები ჩვენი მიმართულებით, სანამ ჩვენი გემი უწინდებურად ევროატლანტიკურ ნავმისადგომთან დგას! - ეუბნება „ქართული ოცნება“ ვაშინგტონსდა ბრიუსელს, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროინტეგრაცია, მისი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი ყველა სხვა შეთანხმება ძალაში რჩება, მაშ ისთვის გჭირდებათ ოპოზიცია და კოალიციური მთავრობა?!“. მეტი დამაჯერებლოისათვის, პარლამენტის ბიუროზე უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის რეგისტრაციის პარალელურად, გამოცხადდა, რომ საქართველომ მოიგო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში და გააუქმა „პრორუსული“ „კონსერვატიული პარტიის“ რეგისტრაცია. ჯობია, ჩვენთან, ქართულ ოცნებასთანდაიჭიროთ საქმე, ხოლო თუ გააგრძელებთ ოპოზიციაზე ფსონის ჩამოსვლას, მაშინ ჯანდაბამდე გზა გქონიათ - ჩვენ ანზე გავდგებით და თქვენ შუბლით შეეჯახებით აშკარა ანტიდასავლურ კონსერვატიულ ფლანგს!- აფრთხილებს მოქმედი ხელისუფლება.

   სააკაშვილის რეჟიმის ოდიოზური ჯალათები არსად გამქრალან, ხელისუფლების დასუსტების შემთხვევაში, ისინი ნებისმიერ სახელმწიფო და სახალხო პატრიოტულ ძალებს დაუპირისპირებენ ყოფილი ძალოვანების შეიარაღებულ რაზმებსა და საქართველოში უკრაინიდან სასწრაფოდ გადმოსხმულ დესანტს - მამულაშვილის „ქართულ ლეგიონსა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცნაზს, რომელსაზელენსკი გამოგზავნის თავისი მეგობრის - მიშა სააკაშვილის დასახმარებლად (საეჭვოა, რომ იმ დროისთვის კიევის რეჟიმსაქართველოსთვის სცხელოდეს, მაგრამ ამ სცენარის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება). ამ შემთხვევაში, საქართველოს, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, შესაძლოა დასჭირდეს რუსეთის ფედერაციის დახმარება, თბილისი იძულებული გახდება მოსკოვს მიმართოს თხოვნით, დაბლოკოს შეიარაღებული ბოევიკების რაზმებისა და ცალკეული დაქირავებულებიუკრაინიდან საქართველოში გადმოსხმა.

მაგრამ საეჭვოა დასავლეთმა მხედველობაში მიიღოს ქართული ოცნებისპრაგმატული წინადადებები, რადგან ანგლო-საქსები მთელ მსოფლიოში ეძებენ არა მეგობრებსა და პარტნიორებს, არამედ ვასალებს და კოლონიებს. თუ ხელისუფლება კანონს მიიღებს, არჩევნებში გაიმარჯვებს და საქართველო არაფერს დაკარგავს, თუნდაც ევროკავშირში მისი გაწევრების ისედაც საეჭვო პროცესი შეჩერდეს. საქართველოს არ ეშინია თვით აშშ-ის სანქციებისსაც, თუკი, რა თქმა უნდა, ისინი გამოცხადდება. საქართველოს ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი დამოკიდებულია არა ევროკავშირსა და აშშ-ზე, არამედ მის მეზობლებზე - რუსეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანზე და ასევე ჩინეთზე.

   შედარებისთვის: აშშ უკრაინას ერთ წელიწადში დაეხმარა დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით, ხოლო საქართველოს 30 წლის განმავლობაში - 6 მილიარდი დოლარით, საიდანაც 5 მილიარდი დოლარით - ცხინვალში მათივე მარიონეტის, სააკაშვილის მიერ გაჩაღებული 5-დღიანი ომისთვის, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების აღსადგენად, რომელიც მთლიანად სააკაშვილი-კეზერაშვილის ჯიბეში წავიდა. დარჩენილი 1 მილიარდი 30 წელზე რომ გავყოთ, წელიწადში 33 მილიონ 333 ათას 333 დოლარს მივიღებთ, საიდანაც აშშ-მა ლომის წილი საქართველოს არა დოლარში, არამედ ძირითადად მოძველებული ან ნახმარი იარაღით გამოუგზავნა. ამდენივე, თუ არა მეტი თანხით აფინანსებდნენ აშშ და ევროკავშირი უცხოელ აგენტებს საქართველოში - ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ ტელეკომპანიებს. ხოლო აშშ-სა და ევროპული ბანკების დახმარება, რომელიც მართლაც სასიკეთო საქმეებს მოხმარდა, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება.

   მაგრამ საქმე შეიძლება არ შემოიფარგლოს მხოლოდ საქართველოს „დაშოშმინების“ მშვიდობიანი მეთოდებით, შემთხვევითი როდია, რომ აშშ-ის ელჩმა რობინ ნიგანმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა კელი დეგნანმა, წარუდგინა საქართველოს ანგარიში, სადაც დაწვრილებით იყო ჩამოთვლილი თუ რაში დაიხარჯა აშშ-ის „დახმარების“ თითოეული დოლარი; შემთხვევითი როდია, რომ მან მოუხშირა ინსპექციურ ვიზიტებს ქართველ მესაზღვრეებთან, მებაჟეებთან საჩუქრებით - სპეცხელსაწყოებითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით...

   კიდევ ერთი არგუმენტი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ვადამდელი გამარჯვების სასარგებლოდ დაამატა პრეზიდენტმა-რეზიდენტმა სალომეამ, რომელმაც შეიწყალა უცხოელი აგენტი - გეი და ექსტრემისტი გრიგორიადისი. ეს ჰომოსექსუალი ქართველი ხალხისთვის იქცა ოპოზიციისა და უცხოელი აგენტების განსახიერებად, რომლებისკენაც წარიმართა ქართველი ხალხის რისხვა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აგრესიული წარმომადგენლების, როგორც წესი - რუსოფობებისა და სექტანტების მიმართ. მერე ნახეთ, როცა სალომეა სააკაშვილს შეიწყალებს!

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

წყარო: NEWS FRONT
2024 წლის 13 აპრილი