უცხოეთი
ემანუელ მაკრონი - ყველაფერს გავაკეთებთ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და ისრაელს მოუწოდა, ნებისმიერი რეაგირების შემთხვევაში თავშეკავება გამოიჩინოს.

„ყველანი შეშფოთებულნი ვართ შესაძლო ესკალაციის გამო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენების გამწვავება, ესკალაცია”, - განაცხადა მაკრონმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

interpressnews.ge