საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ოპერატიული სიტუაცია შეაფასა.
"შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. მოყენებული ზიანი ძალიან მცირე იყო - ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.
”ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა - უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყურადღება ისრაელის თავდაცვის ძალებისა და Homefront Command-ის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციების მიმართ. მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ჩვენ შევაჩერეთ თავდასხმის ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა და ჩვენ ეს წარმატებით გავაკეთეთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგონა.
interpressnews.ge