აქტუალური
ხავიერ კოლომინა: ნატო შეშფოთებულია პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, ეს ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

ხავიერ კოლომინას თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოსთვის, როგორც ნატო-ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს ხავიერ კოლომინა.