რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: გადაჯიშებულები (საქართველო და ევროპა ხასიათებით ვერ შეეწყვნენ)

  რაკიღა ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა შეულამაზებლად ეთქვა სრული სიმართლე - რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის წევრი გახდეს, ევროკავშირი კი მზად არ არის მიიღოს საქართველო, ხოლო როდაც მზად იქნება, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი შეიძლება გაუქმდეს, მაგრამ მანამდე, აქაოდა, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლისო - მეც ორიოდე სიტყვით გავიმეორებ ყველაფერს, რასაინტერვიუებში ვთქვი და პუბლიკაციებში დავწერე.

1 – უცხოელმა აგენტებმა საქართველოში – რადიკალურმა ოპოზიციამ, ექსტრემისტულმა NGOებმა და მათმა ტელეკომპანიებმა – კოლექტიური დასავლეთისგან მილიონობით ტრანში მიიღეს „ხავერდოვანი რევოლუციის“ განსახორციელებლად - პრორუსული „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი შესაცვლელად, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაზე და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე“;

2 - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მათ დაასწრო, მოახდინა რა პროტესტის პროვოცირება უცხოელ აგენტებს და ჰომოსექსუალურ პროპაგანდაზე კანონპროექტების ინიცირებით, რითაც ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ პირველი კანონი - მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა. კი არ ზღუდავს უცხოელი აგენტების უფლებებს, არამედ უბრალოდ ლუსტრაციას უკეთებს მათ;

3 – ხელისუფლებამ მიაღწია შემდეგ მიზნებს, ა – გამოავლინა ოპოზიციის პოტენციური შესაძლებლობები და დათვალა თავისი მტრები, ბ – ქართველ ხალხს აჩვენა საქართველოს დასავლელი „პარტნიორებისა და მეგობრების“ ნამდვილი სახე. კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მიიღწევა ხელისუფლების მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი - ტრანშების ნაკადი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შემოსულიყო და გაგრძელებულიყო 26 ოქტომბრის არჩევნებამდე (და მაშემდეგაც!) შეჩერდება, რადგან ისინი ოფიციალურად მოხვდებქართული სპეცსამსახურების ყურადღების არეალში.

   ასე რომ, საქართველოსა და ევროპას შორის არ გამოვიდა ქორწინება არც სიყვარულით და არც ანგარებით - ხასიათებით ვერ შეეწყვნენ, ხოლო ყველაფერზე, რაც ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე მოხდება, პასუხისმგებელია ქართველი საზოგადოების ყველაზე ამაზრზენი ავადმყოფი ნაწილი, რომელსაც ერთი ტევადი სიტყვით ჰქვია - გადაჯიშებული.

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 21 აპრილი
საქართველო, თბილისი