უცხოეთი
2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან და რუსეთიდან დაფიქსირდა

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. „საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.5%-იანი წილით.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. მათი უმეტესობა (64.1%) მამაკაცია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (44.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

civil.ge