უცხოეთი
გერტ იან კოპმანი - ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახანს ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ მათ მოგვარებაში დასახმარებლად“, – წერს გერტ იან კოპმანი.

სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი საქართველოს დღეს ეწვია.

1tv.ge