რელიგია
საპატრიარქო: 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მცხეთაში გაიმართება მსვლელობა, შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარში სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს

  საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ მცხეთაში გაიმართება მსვლელობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

დღის 12:00 საათზე თეატრონის ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან შეკრებილი მოსახლეობა გამართავს მსვლელობას სვეტიცხოვლის ტაძრისკენ და 13:00 საათზე სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.