რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უსმინეთ ამერიკას - შვილი პასუხს აგებს მამაზე!

   (ფრაგმენტები უცხოურ ტელეკომპანიებთან არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუდან)

   „აშშ-ის გულკეთილობა ორ დღეს გაგრძელდა - მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ირანს ესტუმრა, ტერაქტში დაღუპული პრეზიდენტის რაისის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, ვაშინგტონმა უკან წაიღო თავისი წინადადება უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების თაობაზე „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის გაუქმების სანაცვლოდ და გამოაცხადა სანქციები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფალთა ფართო წრის, არამედ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც. პირველ რიგში, აშშ-მა გადაწყვიტა დაესაჯა ექსპრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის უფროსი ვაჟი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს. ამრიგად, ღრმა კრიზისში მყოფი აშშ ბავშვებზე შურისძიებამდე დაეცა!”

   „სანქციებთან ერთად, აშშ 50 მილიონი დოლარის გადაცემას ჰპირდება თავის უცხოელ აგენტებს „რუსი აგენტების“ გამოსავლენად. კითხვა: მაშინ რატომ მოაწყვეს აშშ-მა და ევროკავშირმა მთელი რევოლუცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, რომელიც მოწოდებულია უსასყიდლოდ გამოავლინოს ნებისმიერი უცხოეთის აგენტი, იქნება ეს ამერიკელი, ევროპელი, რუსი თუ თურქი?! რა საჭიროა 50 მილიონი დოლარი, თუ კანონი ამოქმედდება? 50 მილიონ დოლარად გებელსის პროპაგანდის სამინისტრო (მთავარი არხი, პირველი არხი და ფორმულა არხი) მთელ კავკასიას „რუს აგენტებად“ აქცევს!“

   „ქართველ ხალხს პურისა და წამლის ფული არ აქვს, რა ამერიკაში ფრენაზეა ლაპარაკი?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ასეთი სურვილიც კი არ აქვს. ხოლო ყველამ, ვისაც აშშ-ში წასვლა და იქ სამუდამოდ დარჩენა სურდა, ეს უკვე გააკეთა - ბავშვმაც კი იცის, რომ ამერიკის ვიზის ასაღებად საჭიროა თბილისში აშშ-ის საელჩოს მოსყიდვა - 20 ათასი დოლარი შუამავლის მეშვეობით ქრთამის მიცემა!“

   „ქართველები აღარ უნდა იყვნენ გულუბრყვილო პოზიორები. აშშ-ს და ევროკავშირს არ "ეწყინებათ" და არ დატოვებენ საქართველოს, თავს არ დაგვანებებენ, თუნდაც ქუჩებში ლენინის პორტრეტებით ვიაროთ, რადგან საქართველოს კი არ სჭირდება ევროკავშირი და ნატო, არამედ აშშ-ს, ნატოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს სჭირდება საქართველო, ხოლო ევროკავშირის ხელმძღვანელები ჩვეულებრივი უცხოეთის აგენტები არიან, რადგან ისინიც იღებენ ფულს ამერიკისგან, როგორც ქართველი უცხოეთის აგენტები. ამერიკისა და ევროპის ხალხებმა კი არა მხოლოდ არ იციან რას აკეთებს მათი ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ისიც, თუ სად მდებარეობს ეს საქართველო...“

   „საქართველო მიმზიდველია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისთვის არა მრავალსაუკუნოვანი კულტურული ძეგლებით, მრავალხმიანობითა თუ ბუნებით, არამედ რუსეთის სამხრეთ ფლანგზე მდებარე გეოპოლიტიკურად სტრატეგიული ტერიტორიით, რომელზეც გადის ტრანსნაციონალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაგისტრალები, სადაც არის მტკნარი წყლისა, მანგანუმის და ოქროს უმდიდრესი მარაგები, როგორც ლოგისტიკური პლაცდარმი - ფრენით მიახლოების სივრცე ირანთან, ავღანეთსადა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან - კოლონიზატორების, ანუ ინგლისის, საფრანგეთისა და აშშ-ს მტრებთან.“

   „აშშ დღეს საქართველოს სთავაზობს იმას, რაც მას უკვე აქვს რუსეთისგან - უვიზო მიმოსვლას და ვაჭრობას. მაშასადამე, ამერიკელები ბრიყვები კი არა, უბრალოდ... პრიმიტიულები არიან! არა, ეს გენიალური უბრალოება და ამპარტავნობის საპირწონე, ანუ მოკრძალება და თავდაბლობა არ არის, რომელიც გამოარჩევს ნამდვილ ადამიანებს და რასაც ღმერთი ასწავლის. ამერიკელების უბრალოება ქურდობაზე უარესია, რადგან ეს ზეთავხედობაა! ამერიკელები და ევროპელები მიმართავენ შანტაჟსა და მუქარას სამმილიონიანი მოსახლეობის მქონე პატარა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან არ ესმით განსხვავება ღირებულებასა და ფასისა, ღირსებასა და საფასურს შორის. თუმცა, არა მარტო ამერიკელები და ევროპელები, არამედ მათი მსახურებიც - ახალი ქართველები, ქართველი ახალგაზრდობა, რომლებმაც დღეს ხმა ამოიღეს და დაიკავეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ცენტრალური პროსპექტები. ამიტომ, დღეს ჩვენს შორის საზღვარი გადის არა გეოგრაფიულ რუკაზე, არამედ ჩვენს ოჯახებზე, როცა მშობლები და ბავშვები ბარიკადების საპირისპირო მხარეს არიან.“

   „ამერიკელები და ქართველი უცხოეთის აგენტები, ანუ ჯაშუშები და დეზინფორმაციები, არ აღიარებენ ტრადიციული ქართველებისთვის ფასდაუდებელ ღირებულებებს (კულტურა, ენა, მართლმადიდებლობა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერი) და გვთავაზობენ ფასს, რათა ქართველებმა უარი ვთქავთ მათზე. საფასური ამერიკელებმა თავად დაადგინეს, ქართველების ღირსების გათვალისწინების გარეშე - აქაოდა, თუ 20 წელი ვყიდულობდით ქართველებს ბითუმად და იაფად და ისინიც იყიდებოდნენ - არ გვევაჭრებოდნენ, სიამოვნებით ხდებოდნენ ჩვენი უცხოეთის აგენტები, მაშ რა მოხდა დღეს?! რა შეიცვალა?! სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რა შუაშია აქ, ეშმაკმა დალახვროს, ღირსება?! ამერიკელებს არ ესმით და ნაწყენდებიან - აქაოდა, ჩვენ გადავიხადეთ თქვენი ღირებულებების საფასური, ჰოდა, მოიტათ „ნასოსი“, ანუ საქონელი! ამერიკელები, თავისი უბრალოებით, ვერ ხვდებიან, რომ სვეტიცხოველი, სამება, ქაშუეთი, სიონი და ათასობით ტაძარი საქართველოში ეგზოტიკა, კოლორიტი ან ეთნოგრაფიული მუზეუმები კი არა, ყოველი მართლმადიდებელი ქართველის მეორე სახლია, რომელსაც ის ღმერთთან იყოფს! წმინდა ილია მართალი გვასწავლის, რომ ქართული ფასეულობები - ენა, მამული, სარწმუნოება - არანაირ ფასად არ იყიდება და რომ ღირსებას საფასური არ აქვს, ის ფასდაუდებელია!“

   „საგულისხმოა, რომ პირველად ბოლო 52 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც საქართველოს ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძე ხელმძღვანელობდა, მისი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს - იცავს საქართველოს, მის ეროვნულ ინტერესებს, ქართველების ღირსებას და აღადგენს ძმობას მრწამსითა და მენტალიტეტით ყველაზე ახლობელ ხალხთან - რუსებთან. საქართველოს არ ეშინია რაიმე სანქციებისა და მტრების, როცა მის უკან რუსეთი დგას. 12 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ არ იცოდა სად ეკოცნა დასავლეთისთვის და შედეგად მიიღო შეთავაზება - „საკუთარი სურვილით“ დაწეროს განცხადება წასვლის შესახებ...“

   „ვენეციის კომისია ფსკერგახვრეტილი გონდოლასავით უნდა ჩაიძიროს! რატომ შეიძლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, როდესაც მისი პროკურორი პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს დაკავების სანქციას ითხოვს, ბაიდენის თქმით, ცდებოდეს, ხოლო ვენეციის კომისია, რომელიც აიძულებს საქართველოს გააუქმოს კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს???”

   „4 მაისს განვაცხადე, რომ ტერაქტის სამიზნედ შეიძლება იქცეს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მის გარეშე საქართველოს ხელისუფლება დაინგრევა და საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება, რომელიც ანგლოსაქსური ინტერვენციით დასრულდება. 15 მაისს ვაცხადებ, რომ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე თავდასხმა აშშ-ს მიერ ორგანიზებული ტერაქტია. 19 მაისს, იგივე ვთქვი ირანის პრეზიდენტ რაისზე, რომელიც, ფიცოსგან განსხვავებით, ვერ გადარჩა. ამავე ინტერვიუებსა და პუბლიკაციებში ვაცხადებ, რომ საფრთხე კვლავაც ემუქრება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.   იმიტომ, რომ როდესაც დასავლეთი ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერ იღებს სასურველს კანონიერი მეთოდებით, ის ტერორს მიმართავს“.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 21 მაისი
საქართველო, თბილისი