რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უცხოეთის აგენტები, როგორც ახალი კლასი საქართველოში

 საქართველო, 3 ივნისი. საქინფორმი. „ყველა ქვეყნის პროლეტარებო, შეერთდით!“ - გაერთიანებული პროლეტარების დიქტატურაზე აგებულმა ბოლშევიკურ-კომუნისტურმა იდეოლოგიამ 70 წელი იმუშავა და ის გაერთიანებული დემოკრატების, ანუ უმრავლესობის ხელისუფლების იდეამ შეცვალა. ამიტომაც დაარქვა ზურაბ ჟვანიამ თავის პარტიას „გაერთიანებული დემოკრატები“, რადგანაც უმრავლესობის, ანუ ხალხის ძალაუფლება უმცირესობაზე თვით დემოკრატიის არსია. დღეს საქართველოში უმცირესობები გაერთიანდნენ, რადგანაც უმრავლესობაზე ბატონობა სურთ და ეს ნეოლიბერალური იდეოლოგია გაერთიანებული უცხოეთის აგენტების დიქტატურას ნიშნავს. გაერთიანებულ უცხოეთის აგენტებში შეერთდნენ გაერთიანებული ჰომოსექსუალები, გაერთიანებული ათეისტები, გაერთიანებული ნარკოდამოკიდებულები, გაერთიანებული მე-საბა-ტაჟე პოეტები და სხვა უმცირესობები. ყველა ამ ფერადი ნაირსახეობის ხილვის უსიამოვნება თბილისელებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში რუსთაველზე ჰქონდათ. ეს არის ახალი კლასი, რომელმაც პროლეტარები, გლეხები და ინტელიგენცია შეცვალა, ის - არა თავისი შრომით, როგორც მშრომელები, არამედ უცხოური გრანტებით ცოცხლობს“, - წერს თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.