საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში - ეს ვერ იქნება ლოგიკური

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით არგუმენტები მმართველი გუნდის მხარეს არის უამრავი, მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტი არის საერთაშორისო პრაქტიკა.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას. არგუმენტები ჩვენს მხარეს არის უამრავი, მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტი არის საერთაშორისო პრაქტიკა, არგუმენტი არის თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი. ამის გამო რეალურად ვერავინ შემოდის საჯარო დებატებში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გრძელდება უსაგნო, მაგრამ უხეში კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით“.