პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ უნდა ისწრაფვოდეს საქართველო BRICS -ში და არა ევროკავშირში

    მე არავითარ შემთხვევაში არ ვთავაზობ თურქეთის ბრმად მიბაძვას, რომელმაც გამოთქვა სურვილი, გახდეს BRICS-ის წევრი, თუმცა თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მისი ქმედებები, რა თქმა უნდა, იმსახურებს საქართველოს ხელისუფლების გამახვილებულ ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ უწინ საქართველომ წააგო, როცა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ერდოღანის „კავკასიური პლატფორმა 3+3“ ინიციატივას, რამაც გაყინა პროექტი, რომლის მონაწილეებიც რუსეთის ფედერაციის პარტნიორები არიან.

მაგრამ თავად განსაჯეთ: BRICS-ის კავშირის ცხრა ქვეყნიდან უმრავლესობა საქართველოს პარტნიორია: ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო რუსეთი, ირანი, ინდოეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები - ეკონომიკური პარტნიორები. ეს უკვე ხუთი პარტნიორია და თუ თურქეთი შეუერთდება, BRICS-ის ექვსი წევრი სახელმწიფო საქართველოს პარტნიორი იქნება.

   კიდევ ერთხელ გადავხედოთ BRICS-ის რომელი წევრი-ქვეყნები არიან საქართველოს პარტნიორები: ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ინდოეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ანუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სხვადასხვა კრიტერიუმებით, რომელთაგან თითოეულს აშშ და ევროკავშირი ანგარიშს უწევენ. განა პატარა საქართველოსთვის პატივი არ არის მათთან ერთ კავშირში ყოფნა? განა ეს არ არის ღვთისგან ბოძებული შანსი, რომ საქართველო იქცეს მდიდარ და სუვერენულ ქვეყნდა? ამ ქვეყნების, ასევე BRICS-ის ორი სხვა წევრი ქვეყნის, ეთიოპიისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები, დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ.

   ახლა ვნახოთ, რას მისცემს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, გარდა „ევროატლანტიკური ღირებულებებისა“ და „დასავლური დემოკრატიის“ პროპაგანდისა.

პირველ რიგში, საქართველო ვალდებული იქნება მიიღოს ლტოლვილები არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც სამხედრო კონფლიქტში არიან შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან ან ისრაელთან, რაც ქმნის მკვეთრ დისბალანსს ემიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, უცხოელების დიდი კონტიგენტის გათვალისწინებით ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც უკვე აქ იმყოფებიან. მათ შორის უდავოდ იქნებიან ტერორისტებიც, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამდენი წელი წარმატებით უთვალთვალებდა/აუვნებელყოფდა ISIS-ის ბოევიკებს თბილისსა და პანკისის ხეობაში, ამხელა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდება.

მეორეც, ქართველებდაავალდებულებენ გაჩეხონ ვენახები, გადაუხდიან კომპენსაცია გლეხებსა და მეღვინეებს, რადგან ქართული ღვინო - სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო რუსეთში ექსპორტიდან - კონკურენციას გაუწევს საფრანგეთს და ღვინის მწარმოებელ სხვა ევროკავშირის ქვეყნებს. ქართული ღვინო და სხვა ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოცხადდება „ევროპული სტანდარტების შეუსაბამოდ“. ასე განადგურდება ვაზი - საქართველოს სიმბოლო (შეგახსენებთ ცნობილ ეპიზოდს ფილმიდან "ჯარისკაცის მამა", როდესაც მთავარი გმირი ვაზს ესაუბრება - ეს რიტუალი ყველა ტრადიციული ქართველისთვის გასაგებია).

მესამე, ეს უკვე ხდება, ევროკავშირი საქართველოდან დარჩენილ იაფ მუშახელსაც ამოქაჩავს, საქართველოს ყველა შრომისუნარიანი მოქალაქე ოჯახებით გერმანიაში, საფრანგეთში, ირლანდიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გაემგზავრება. საქართველოში თითქმის აღარ დარჩა კვალიფიციური კადრები - ხარატები, ზეინკლები, მღებავები, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და ავტოსერვისის მუშაკები, ხოლო გამოძახებისას ხშირად მოდიან აღნოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული გასტარბაიტერები, რომლებიც მხოლოდ ინგლისურად ვაი-ვაგლახით ლაპარაკობენ. ამგვარად, საქართველო სრულიად დაცარიელდება... ქართველებისგან, რომელთა ადგილს აღმოსავლეთიდან ჩამოსული მიგრანტები დაიკავებენ, რომლებიც შემწეობებით იცხოვრებენ და აღარავინ ააშენებს აქ სახლებსა და გზებს. საქართველოში ქალაქები და სოფლები გაპარტახდება, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში აპოკალიფზე.

   მეოთხე, საქართველო ვალდებული იქნება იბრძოლოს ყველა ომში ევროკავშირის - ნატოს მონაწილეობით, მათ შორის - რუსეთის წინააღმდეგ.

მეხუთე - საქართველოდაავალდებულებენ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, რის შედეგადაც საქართველო დაკარგავს თავის მთავარ იმპორტიორ/ექსპორტიორს - რუსეთს, დაკარგავს რუსულ ინვესტიციებს და რუსულ პურს - იძულებული გახდება მარცვლეული სხვა ქვეყნებისგან სამჯერ უფრო ძვირად შეიძინოს, დაკარგავს რუსეთის ენერგომატარებლებს, ტურისტებსა და საქონელს, მაღაზიების თაროებიდან გაქრება ყველა რუსული და ბელორუსული საკვები პროდუქტი. მათ ჩაანაცვლებს ბევრად უფრო ძვირი ევროპული, რის შედეგადაც დარჩენილი მოსახლეობა მთლიანად გაღატაკდება.

მეექვსე – საქართველოდაავალდებულებენ სასმელი და მინერალური წყალი თითქმის მუქთად მიჰყიდოს ევროპას, ევროპული კომპანიები დაისაკუთრებენ საქართველოს წყლის რესურსებს, მათ კონტროლს დაექვემდებარება მანგანუმის, ოქროს მოპოვება და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები. მათ შორის აზერბაიჯანიდან ევროპისკენ მიმავალი ელექტროკაბელი შავი ზღვის ფსკერზე. ამრიგად, საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსები რამდენიმე წელიწადში გამოიფიტება. გარდა ამისა, ამ დარგებში დასაქმებული ათიათასობით მუშა და სპეციალისტი უმუშევარი დარჩება.

   მეშვიდე - ევროკავშირი საბანკო სისტემაზე მკაცრ კონტროლს დაამყარებს და რუსეთიდან ფულადი გზავნილები დაიბლოკება. საქართველოში შიმშილი და სიღატაკე დაისადგურებს, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა რუსეთში წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს უგზავნის თავის ოჯახებსა და ნათესავებს საქართველოში. ლარი იმ ქაღალდზე იაფი ეღირება, რომელზედაც იბეჭდება და ინფლაციის/დევალვაციის შემდეგ საქართველოს „მოწყალედ“ მიიღებენ ევროზონაში - ევრო ჩაანაცვლებს ეროვნულ ვალუტას და საქართველო დაკარგავს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის უკანასკნელ ატრიბუტს.

   მერვე - საქართველოში დააკანონებენ ნეოლიბერალურ ღირებულებებს, ანუ უმცირესობების ძალაუფლებას უმრავლესობაზე. გაუქმდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში, სამაგიეროდ, ამოქმედდება იუვენალური იუსტიცია, ბავშვები შეძლებენ მშობლების გისოსებს მიღმა გამომწყვდევას ხმის აწევის გამო, ბავშვებს საბავშვო ბაღიდან ასწავლიან, რომ შეიძლება ჰყავდეთ №1 და №2 მშობლები, ორი დედა ან ორი მამა, და რომ ბიჭები შეიძლება იქცნენ გოგოებად და პირიქით, ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება.

   და, რა თქმა უნდა, ევროკავშირისა და ნატოს წევრი საქართველო სამუდამოდ დაივიწყებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას...

   ვფიქრობ, არ ღირს კვლავაც იმის ახსნა, თუ რატომ იყო და იქნება ევროკავშირი ქართველებისთვის მტრული გარემო და რატომ არის ის უკუჩვენება საქართველოსთვის, ნათქვამი საჭიროზე მეტია! არადა, ეს ყველაფერი არ ემუქრება საქართველოს, თუ ის გახდება BRICS-ის და არა ევროკავშირის წევრი, რომელიც ბოლო ორი წელია SS-ად იქცევა და ისეთივე კრახით დაასრულებს, როგორც ფაშისტური გერმანია და მისი ევროპელი მოკავშირეები.

ხოლო ევროკავშირის დაშლის შემდეგ რა უნდა ქნას უბედურმა საქართველომ, თუკი იმ დროისთვის ის საერთოდ იარსებებს?!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 7 ივნისი
საქართველო, თბილისი