საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა" მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით აღმწერის (ინტერვიუერის) პოზიციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ათასზე მეტი ვაკანსია გამოაცხადა.
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება - მთავარი სიახლე იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
„აღმწერის ძირითადი ფუნქციები იქნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
აპლიკანტებისთვის მინიმალური განათლება - სრული ზოგადი განათლება. მოთხოვნებს შორისაა:
კითხვის ცოდნა;
ელექტრონული რუკის წაკითხვის, გარკვევის და რუკაზე ორიენტაციის უნარი;
პლანშეტურ კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
სასურველია სტატისტიკურ, სოციოლოგიურ კვლევებში და მოსახლეობის აღწერებში მონაწილეობის გამოცდილება;
ქართული ენის თავისუფლად ფლობა.
ასევე სასურველია რუსული და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა. რაც შეეხება პირად უნარებს, მოთხოვნები შემდეგია: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, „საქსტატის“ მიერ მომზადებული 10 ათასზე მეტი აღმწერი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით „კარდაკარის“ პრინციპით გამოკითხავენ მოსახლეობას. ანაზღაურება 750 ლარს შეადგენს.
სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ განცხადების შევსება ბმულზე ან „საქსტატის" ცენტრალურ ოფისებში.