აქტუალური
კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ მოვა კონსტიტუციური უმრავლესობით

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

კალაძის თქმით, ხალხი სათანადო ანალიზს აკეთებს.

ქართული ოცნება“ მოვა კონსტიტუციური უმრავლესობით. ამის გარანტიას მაძლევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელიც დღეს აქვს იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, განამტკიცოს ქვეყნის დამოუკიდებლობა. დღეს საზოგადოებამ დაინახა, რეალურად რას ნიშნავს, იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი. ამისთვის ვიბრძვით დღესაც. საზოგადოებამ ასევე დაინახა, რას ნიშნავს ვირტუალური დემოკრატია. ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ხალხი ანალიზს ვერ აკეთებს, ვერ არჩევს, რა იყო, როგორ იყო და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.