სამართალი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8490 ლარი გახდა

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8490 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8490 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0243 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0584 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0767 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0183 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.