პოლიტიკა
მთავრობის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის 2011 წლის მთავარი გამოწვევა – ინფლაცია დაძლეულია!(?) წლის განმავლობაში იგი 8%-მდე შემცირდება.
სამარშრუტო ტაქსებით, ძირითადად, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები სარგებლობენ. მათი საოჯახო ბიუჯეტი შეზღუდულია. სოციალური შეღავათების მქონეებისა და სტუდენტებისთვის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 50% გაიზარდა; სოციალურად დაუცველები 10 თეთრის ნაცვლად 20 თეთრს გადაიხდიან, სტუდენტები კი – 20 თეთრის ნაცვლად – 40-ს; ხოლო ისინი, ვინც შეღავათებით არ სარგებლობენ, დაახლოებით 38%-ით მეტს გადაიხდიან – 50 თეთრის ნაცვლად – 80-ს. ფასების ამგვარი ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციის ზრდას. შემოდგომაზე კი მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო მეტად იგრძნობს ინფლაციის წნეხს.
საქინფორმი