პოლიტიკა
უკრაინის დასავლეთ რეგიონში უკრაინისა და ნატოს ერთობლივი წვრთნა მიმდინარეობს. სწავლებაში ალიანსის წევრი 13 ქვეყანა და პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობენ.
მისი მთავარი მიზანი ინტეგრირებული ოპერაციების დროს სამხედრო პერსონალის წარმატებული მუშაობისთვის მომზადებაა.
უკრაინა-ნატოს წვრთნა უკრაინის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში იმართება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქინფორმი