საზოგადოება
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. გაყალბების მტკიცებულებები უკვე დევს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ რუსული მოდელის გაშიფვრაზე, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხოშტარიას თქმით, „პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის“.
„მტკიცებულებები უკვე დევს, ყველა შეფასება არის ცალსახა, დევს გაყალბებების ფაქტები. დამატებით ჩვენ გავხსნით მთელ სქემას. მე ვურჩევდი ცესკო-ს თანამშრომლებს, ამაში ჩართულ სხვა ადამიანებს, დაიზღვიონ და გადაირჩინონ თავი, რადგან ეს იქნება მტკივნეული მათთვის, რადგან ეს არის კრიმინალი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.