აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აგვისტოს ომიდან სამი წლისთავზე ადასტურებს რა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ძლიერ მხარდაჭერას“, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ კონსტრუქციული ჩართულობა ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე ეს საშუალება და მექანიზმი რეგიონში მეტი სტაბილურობის ხელშეწყობას დაეხმარება“, – აღნიშნა მან.
მარკ ტონერმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ღირებულ“ როლს სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და განაცხადა: „ვწუხვართ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აქვს დაშვება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს“.
საქინფორმი