უცხოეთი
პუტინმა ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ რატიფიცირებას ხელი მოაწერა

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც თანდართულ დოკუმენტებშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, დოკუმენტი ადგენს სამხედრო პროდუქციის მიწოდების წესს.

თავად შეთანხმებას ხელი 23 აგვისტოს მოეწერა.