აქტუალური
კრისტოფერ სმიტი რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ურჩევს

amerika-helsinski-odb

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელი კრისტოფერ სმიტი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

„რუსეთმა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს, რათა იძულებით გადაადგილებული ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ“, – აცხადებს სმიტი.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა.

„მოსკოვის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მთავრობები საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას არ აძლევს. რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს და ეუთოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს. აშშ-ის მთავრობა უნდა ეცადოს, რომ ეს საკითხი ეუთოს დღის წესრიგში დააბრუნოს“, – გადაცხადა სმიტმა.

 

საქინფორმი