კარის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი წმიდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
წმიდა სინოდმა ეს პოზიცია ასე დააფიქსირა:
დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებულებისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებულობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნეს უკანონოდ.
მავანს სწორედ ეს განჩინება მოხვდა ხახაში ისე, როგორც წმ. გიორგის მახვილი გველეშაპს. ამიტომაც აყროყინდნენ ასე ერთბაშად ათასი სჯულის ცხვრის ქურქში გახვეული თხები და მგლები ჩვენი დედა ეკლესიის წინააღმდეგ.
შეიძლება ითქვას, რომ წმიდა სინოდმა პატრიარქის მეთაურობით თავისი სულიერი დიდგორი უკვე მოიგო.
ახლა ჯერი ჩვენზეა!
შეგვეწიოს მრავალვნებული ანტონ მეორის, დავით აღმაშენებლის და დიდგორის გმირების და ყველა წმინდანის ლოცვა და მადლი ამ წმინდა ეროვნულ საქმეში. ამინ!“
საქინფორმი