პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალთან, Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა საქართველოს ისტორიის ნაწილია.

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად. ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა ჩვენი ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა, როჯერ კოპელმა ჩაწერა.