უცხოეთი
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინა ერთ დღეს, შესაძლოა, რუსეთი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მათ, შესაძლოა, დადონ შეთანხმება, შესაძლოა – არა. შესაძლოა, ერთ დღეს რუსეთი გახდნენ ან, შესაძლოა – არა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, მას მინერალები სურს.
„აშშ-მა ასობით მილიარდი დოლარი ჩადო უკრაინის დახმარებაში. მე მათ ვუთხარი, რომ მსურს 500 მილიარდი დოლარის ღირებულების ლითონები და ისინი დათანხმდნენ. ასე რომ, სულ მცირე, არ ვგრძნობთ თავს სულელებად“, – აღნიშნა ტრამპმა.
1tv.ge