აქტუალური
მოსკოვის პუტჩის შემდეგ 20 წელი გავიდა

putchსაქართველოს ჟურნალისტთა კავშირისა და ახალი ეროვნული მოძრაობა „სამშობლოს“ ორგანიზებით, 2011 წლის 19 აგვისტოს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე პირველი საჯარო სკოლის წინ ჟურნალისტებისათვის ჩატარდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენისა და მოსკოვის პუტჩის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ბრიფინგი დევიზით „არა – ძალადობას!“.

აქვე პირველად მოეწყობა მოსკოვის პუტჩის ამსახველი უნიკალური ფოტოგამოფენა-აქცია ღია ცის ქვეშ.

ყოველივე აღნიშნულის შესახებ გაეგზავნება მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

 

საქინფორმი