პოლიტიკა
თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. პრეზიდენტის პოსტზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებლებად 108 ადამიანი ჩავიდა. რეგისტრირებულია 400 ათასამდე ამომრჩეველი.
სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 172 საარჩევნო უბანი იმუშავებს.