საზოგადოება
პაატა ბურჭულაძე: „წლებია, სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლესთან“

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „წლებია, სიახლოვე მაქვს ბაჩო ახალაიასთან და მის მეუღლე ანისთან. არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა“, – დაწერა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში.

ბურჭულაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს მისი შეხვედრის შესახებ მურთაზ ზოდელავასთან და ახალაიასთან 4 ოქტომბრის აქციის წინ.

„რუსთავი 2“-ს მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს არ გვყავს მონათლული „ოცნების“ ოჯახის წევრები. მადლობა ყურადღებისთვის“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.