აქტუალური
საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. მოძრაობის „რუსთაველის გამზირი“ ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
„გამოკვლევაზე მივდივარ და მე აუცილებლად დავბრუნდები“, – განუცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტს.
ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნა, რომ „გარკვეული ცვლილებებია“.