საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიწვიეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.
როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის.
„მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ განსაჯოს“, – დაწერა ტრამპმა.