უცხოეთი
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო აცხადებს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას აფასებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩემი გზავნილი ქართველ ხალხს: ჩვენ ვაფასებთ მათ ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შესაძლებლობა, მეც რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, ჩვენი შეხედულებები პირდაპირ გამოგვეხატა მათთან, ვისაც ეს ეხებათ“, – აღნიშნა ჟან ნოელ ბარომ.
1tv.ge