საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების მონაწილეობით ერთობლივი ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნები „კავკასიური არწივი – 2025“ ჩატარდა.
სამხედრო სწავლება დამტკიცებული ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის შესაბამისად გაიმართა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, წვრთნა, რომლის მიზანია სამ მოძმე ქვეყანას შორის რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების, სწრაფი რეაგირების, კოორდინაციისა და საბრძოლო მომზადების შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით.
აღინიშნა, რომ წვრთნების დროს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა წარმატებით შეასრულეს ამოცანები სხვადასხვა ეპიზოდში, აჩვენეს მაღალი მზადყოფნა და ტაქტიკური სისწრაფე სარაკეტო-სააარტილერიო და საავიაციო დანაყოფებთან ურთიერთქმედებისას.