უცხოეთი
ავსტრალიაში, სანაპიროზე სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ავსტრალიაში, ბონდი ბიჩის სანაპიროზე სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის შეიარაღებული პირიცაა.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. დაჭრილია ორი ოფიცერიც.

პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის განცხადებით, მომხდარი შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია.

ავსტრალიელ ებრაელთა აღმასრულებელი საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს რივჩინმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სროლა ებრაული ზამთრის ფესტივალის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა.

„თუ ჩვენ განზრახ გავხდით ამ გზით სამიზნე, ეს ისეთი მასშტაბისაა, როგორსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა. ეს საშინელებაა“, - აღნიშნა ალექს რივჩინმა.

ამასთან, ადგილობრივი პოლიციის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ხანუქას დღესასწაულს.

interpressnews.ge