15 აგვისტოს ანკორიჯში, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: „შუადღე მშვიდობისა, ძვირფასო მეზობელო! ძალიან სასიამოვნოა, საღ-სალამათსა და ცოცხალს რომ გხედავთ“.
მეზობლები ფიზიკურად ისედაც ჩვენი უახლოესი ადამიანები არიან, მაგრამ ძვირფას მეზობლებს განსაკუთრებით უნდა ვაფასებდეთ, რადგან ისინი პირველები მიეშურებიან ერთმანეთის დასახმარებლად (უცნაურია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში ეს ზოგჯერ ავიწყდებათ).
ვლადიმერ პუტინის მეორე ფრაზა საქართველოში საერთოდ ვერ გაიგეს: „განა შესაძლებელია იყო საღ-სალამათი და არ იყო ცოცხალი? - მკითხეს, - იქნებ პუტინს შემთხვევით სიტყვების თანმიმდევრობა აერია და სურდა ეთქვა „ცოცხალსა და საღ-სალამათს“?“
არა, რუსეთის პრეზიდენტს ჩვეულ ფრაზაში „ცოცხალი და საღ-სალამათი“ სიტყვები შემთხვევით როდი გადაუადგილებია, არამედ იმისთვის, რომ ხაზი გაესვა თავისი სიხარულისთვის, რაკიღა მისი ამერიკელი კოლეგა გადაურჩა მასზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი სხვა ტერორისტული თავდასხმები დროზე აღიკვეთა.
პუტინმა ორივე სიტყვა - „საღ-სალამათი“ და „ცოცხალი“ - კიდე იმიტომ ახსენა, ვინაიდან ტრამპის წინამორბედი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ცოცხალი კიმიყო, მაგრამ არა საღ-სალამათი, ანუ ავადმყოფობდა.
ქართველებისგან განსხვავებით, რომლებმაც დაივიწყეს პუშკინი და არ ესმით პუტინის — არც რუსულად და არც ინგლისურად — ზელენსკიმ რუსული ნებისმიერ სხვა ენაზე უკეთ იცის და ყველა სიტყვის მნიშვნელობა ესმის, რადგან სანამ ტერორისტად იქცეოდა, იუმორისტად, სტყვიერი ჟანრის ოსტატად მუშაობდა. ამიტომ, ზელენსკის სიტყვები 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე — „აშშ ჯერჯერობით ვერ გვხედავს ჩვენ (უკრაინას - რედ.) ნატოში. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი „ჯერჯერობით“ არის. შესაძლოა, მომავალში პოზიცია შეიცვალოს. პოლიტიკოსები იცვლებიან, ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება“, — შემთხვევითი არ შეიძლება იყოს.
ვინაიდან აშშ-ში ასეთ საკითხებს, როგორც ნატოში ახალი წევრ-ქვეყნის მიღება-არ მიღება, ერთპიროვნულად პრეზიდენტი ტრამპი წყვეტს, ზელენსკი მის სიკვდილზე მიანიშნებს და თანაც მოულოდნელზე, რადგან ზელენსკი ადოლფ ჰიტლერის შემდეგ №1 საერთაშორისო ტერორისტია და არა იდეალისტი, რომელიც ფილოსოფიურად, სასოებით ეკიდება განგებულებას ძველი ქართული ანდაზის სტილში: „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. სავსებით შესაძლებელია, რომ კიევის რეჟიმის მეთაური აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავს, რომლის ორგანიზებაც ამ საქმეში ჭიპმოჭრილ უკრაინის სპეცსამსახურებს, დიდად არ გაუჭირდებათ.
ზელენსკი ხვდება, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის ატიპიური პრეზიდენტია, რომლის მსგავსიც მეტი აღარ იქნება და, შესაბამისად, მისი ფიზიკური მოსპობა ყველა პრობლემას დაუყოვნებლივ მოაგვარებდა - შეერთებული შტატები მეტს აღარ აიძულებენ კიევს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დათანხმებას და დაუბრუნდებიან უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის უწინდელ პოლიტიკას.
უცნობია, იქცა თუ არა ზელენსკის სიტყვები სიგნალად აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის, დაიბარეს თუ არა უკრაინის ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტებებისთვის. თუმცა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა დიდი ალბათობით ისინი ყურად იღო და თუ ჩემი ვარაუდები დადასტურდება, პრეზიდენტი პუტინი გააფრთხილებს პრეზიდენტ ტრამპს საფრთხის შესახებ, როგორც თავის დროს გააფრთხილა პრეზიდენტები ერდოღანი, ალიევი, იანუკოვიჩი, ლუკაშენკო და ნაზარბაევი.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
22.12.2025
საქართველო, თბილისი