პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ნაცისტებს ეროვნება არ აქვთ

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. „გერმანელი ნაცისტები ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკის ღუმელებში, უკრაინელი ნაცისტები ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს ოდესის პროფკავშირების სახლში, ქართველი ნაცისტები მოლოტოვის კოქტეილებით ცეცხლს უკიდებდნენ პოლიციელებს რუსთაველის გამზირზე: რა განსხვავებაა? განსხვავება არ არის - ნაცისტებს ეროვნება არ აქვთ. ჰიტლერი გერმანელი იყო, ზელენსკი ებრაელია, ხოლო ლაზარე გეორგიადისი - ბერძენი“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი Facebook-ზე.