საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ივანიშვილის მარჯვენა ხელი დააკავეს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ტერორი საქართველოში, რუსული მმართველობა საქართველოში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბ. ივანიშვილის მარჯვენა ხელი, დღეს დილით დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება ასევე მიმდინარეობს ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, დაკავებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოძიების ქვეშაა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხეში არიან. მმართველობა შიშით, რუსული გზით!“ - წერს ზურაბიშვილი.