უცხოეთი
საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. გამოცემა The Financial Times-ი წერს, რომ ბრიტანული ტელეარხები ნელ-ნელა კვდებიან.
გამოცემის ცნობით, რისკის ქვეშ არიან BBC-ი და Sky News-ი. ბრიტანული ტელეარხები ონლაინ პლატფორმების პოპულარიზაციის ფონზე ახალგაზრდა აუდიტორიას კარგავენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალის გამო BBC-ის გადამდგარმა გენერალურმა დირექტორმა The Financial Times-ს უთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური წნეხის ქვეშაა.
პოლარიზებულ გარემოში BBC-ის უჭირს გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტებთან კონკურენცია. ბოლო ათწლეულში BBC-ის შემოსავალი თითქმის მესამედით შემცირდა.
imedinews.ge