რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დილით მეგობრის საფლავზე ავედი...

   „დილით სერგო თეთრაძის საფლავზე ავედი. ჩემს გმირ მეგობარს ვუთხარი, რომ გუშინ საღამოს მისი მთავარი მწამებელი ბაჩანა დაიჭირეს. კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადე, რომ ის კუკიის სველ მიწაში წევს და ეს ბინძური ჯალათები ცოცხლობენ. ერთი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ სადისტს და მთელ მათ არამზადების ბანდას სამუდამოდ ციხეში გამოკეტავს და იქ ერთ მშვენიერ დღეს პატიმრები მათ გაუსწორდებიან, როგორც ისინი უსწორდებოდნენ ხალხს, როგორც შენ გაგისწორდნენ, ჩემო ძმაო. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას - ქუჩას მიანიჭონ ჩვენი თანამედროვეობის ნამდვილი გმირის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის სახელი!

   დილით მეგობრის საფლავზე ავედი. 53 წლის პოლკოვნიკმა ქრისტეს გზა გაიარა - წამებას გაუძლო, მაგრამ ცილი არავის დასწამა და უფალთან აღმოჩნდა! დღეს ბაჩანა ახალაიას მიერ მოკლული სერგო თეთრაძე 72 წლის იქნებოდა, მაგრამ 2011 წლის 17 სექტემბერს ეს დიდი შინაგანი და ფიზიკური ძალის მქონე, ავღანეთის და აფხაზეთის ომგამოვლილი ვაჟკაცი, ორი ვაჟის მამა, სახლიდან, საკუთარი დაბედების დღის სუფრიდან ახალაიას მკვლელებმა მოიტაცეს და რამოდენიმე დღეში ყველა შიდა ორგანო ამოცლილი გვამი, ახალ   5-ლარიან ტანსაცმელში და ფეხსაცმელში გადაცმული, ოჯახს მიუგდეს...“, - წერს თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.

2025 წლის 25 დეკემბერი
საქართველო, თბილისი