აქტუალური
თბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. 8-9 სექტემბერს ბათუმში საქართველოსა და კატარის დელეგაციები ორ ქვეყანას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
თებერვალში საქართველომ და კატარმა საჰაერო მიმოსვლის სფეროში გააფორმეს შეთანხმება, რომელიც „ღია ცის“ პრინციპს ეფუძნება და ორ ქვეყანას შორის შეუზღუდავი ფრენების განხორციელებას ითვალისწინებს.
„Qatar Airways“-მა, რომელსაც საქართველოში ფრენები 30 ნოემბერს უნდა დაეწყო, აგვისტოში განაცხადა, რომ რეისების განხორციელების დაწყება 2012 წლის 1 თებერვლისთვის გადადო.