სამართალი
თბილისი. 9 სექტემბერი. საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივ მოძრაობაში – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – განმარტავენ, „2011 წლის 8 სექტემბერს ორგანიზაციის ოფისში ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაბამისი განცხადება შევიდა, რომელსაც ხელს აწერს 4 მსჯავრდებული.
როგორც ბესელიას ორგანიზაცია იუწყება, „მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, რომ ფაქტის გახმაურების შემთხვევაში დაუპატიმრებენ ოჯახის წევრებს, ხოლო მათ 10-15 წელს დაუმატებდნენ სასჯელის სახით სხვადასხვა ბრალდებით“.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად მოძრაობის ლიდერი ეკა ბესელია ორგანიზაციის ოფისში დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.