საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა მყარი საფუძვლითა და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით, განაცხდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
დიპლომატის თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და 2025 წელს ხელშესახები შედეგები აჩვენა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ და ინიციატივამ „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ორმხრივი კავშირების განმტკიცებაში, რომელთა ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმებისა და პრაქტიკული წარმატებების მიღწევა გახდა შესაძლებელი.
„საერთო ჯამში, ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება და პოზიტიური პერსპექტივები აქვს. ჩინეთი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართ სრული ნდობით არის განმსჭვალული”, - განაცხადა ელჩმა.
დიპლომატის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო მიმართულებად ეკონომიკური თანამშრომლობა რჩება. ჩინურმა კომპანიებმა უკვე განახორციელეს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, ააშენეს ინდუსტრიული პარკები და ჰიდროელექტროსადგურები. აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის, სავაჭრო ლოჯისტიკის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ჭოუ ციენს მიაჩნია, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელება და ორივე მხარის საწარმოებს შორის კონტაქტი ხელს შეუწყობს ორმხრივ სარგებელს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ უფრო მეტი ჩინური საწარმოს ყურადღება მიიპყრო.
ელჩს მიაჩნია, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელება და ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების გაფართოება ურთიერთსარგებლის მომტანი იქნება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო სულ უფრო მეტ ჩინურ კომპანიას იზიდავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინურ საწარმოებს იმაში, რომ საბაზრო პრინციპების შესაბამისად ჩადონ ინვესტიციები საქართველოში და მუდმივად გააძლიერონ თანამშრომლობა სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვებში. გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინური საინვესტიციო პროექტი განხორციელდება საქართველოში”, -აღნიშნა ელჩმა.