საზოგადოება
დონალდ ტრამპი: ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, რეალური საფრთხეა გაერო და ნატო

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, რომელშიც კრიტიკული პოზიციაა გამოხატული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატო-სა და გაერო-ს მიმართ.

როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, როდესაც რეალური საფრთხე გაერო, ნატო და ეს „რელიგიაა“. „რელიგიას“ ბრჭყალებში ვწერ, რადგან ეს რელიგია არ არის, ეს კულტია“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც დონალდ ტრამპი აზიარებს.