საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის ხელისუფლება შეტევაზე გადავიდა და უნგრეთის არჩევნებში ერევა.
მისი თქმით, უკრაინელების მიზანია დაფინანსების მიღება და რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანება.
„უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ. ისინი იმუქრებიან და არჩევნებში ღიად ერევიან. მათი მიზანია - მიიღონ დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ ევროკავშირში. უნგრეთს, როგორც ევროკავშირის წევრს, აქვს უფლება თქვას „არა“. ჩვენი პატრიოტული მთავრობა მკაფიოდ ამბობს „არა“- ს“, - დაწერა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრელებს არ სურთ, რომ მათი ოჯახების ფული უკრაინაში გაიგზავნოს და ამით ქვეყანა ომში იყოს ჩათრეული.
„უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელებს ვერ შეაშინებენ და დაემუქრებიან. ჩვენ ასეთებად არ დავბადებულვართ. ბრიუსელსა და კიევს მკაფიო სიგნალს ვუგზავნით: ჩვენ არ გადავიხდით!“, - დასძინა ორბანმა.
imedinews.ge