პოლიტიკა
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩატარდა თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით.

ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატო-სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.