პუბლიკაციები
საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელმა ჟურნალისტმა ელიზაბეტ ლენდერსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ფოიეში კედელზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ფოტოა, რომელიც ანკორიჯში მათი შეხვედრის დროს არის გადაღებული.
„ასევე, დასავლეთ ფრთისა და რეზიდენციის დამაკავშირებელ ფოიეში შევნიშნე ისეთი რამ, რაც აქამდე არ მენახა: პრეზიდენტების ტრამპისა და პუტინის ჩარჩოში ჩასმული ფოტო ალასკაში მათი ზაფხულის სამიტიდან. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე პრეზიდენტი ტრამპი ერთ-ერთ შვილიშვილთან ერთად არის გამოსახული“.