სამართალი
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა - ბრალდებული დაკავებულია

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.

ასევე, არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. ქალი ცივი იარაღით არის მოკლული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ.