რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: კაპიტალ გრანტის შვილები

   თავის ქმედებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს აქვს სრული კარტ-ბლანში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისგან, — მიიჩნევს პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, „საქინფორმი-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, — ხოლო რადიკალური ოპოზიციის ყველა ინსინუაცია კობახიძისა და მისი სამთავრობო გუნდის „ვერაგული გეგმების“ შესახებ, რომელთა კულმინაციაც, თითქოსდა, მილიარდერის პოლიტიკური ცხოვრებიდან — გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან — სრული ჩამოცილება უნდა გახდეს, წარმოადგენს თავად ამ ცილისმწამებელი ოპოზიციის ვნებიან ოცნებადა რეალობასთან საერთო არაფერი აქვს“.

მოდით, დავიწყოთ ყველაზე ახალი ამბით — საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ“ შევა ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, 6-დან 12 წლამდე პატიმრობის ჩათვლით, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ნებისმიერი ფორმით გარედან გრანტების მიღებისთვის, რომელთა მიზანია ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და უცხოური ინტერესების ლობირება, იქნება ეს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება თუ უბრალოდ აქტიური მუშაობა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე/შეცვლაზე. ასევე ზუსტდება ტერმინ „გრანტის“ დეფინიცია, რომლის ქვეშაც ამიერიდან პრაქტიკულად ყველაფერი ხვდება — ფულადი სახსრების გადმორიცხვა, ნაღდი ფულის ხელიდან ხელში გადაცემა თუ რაიმე ქონების ნატურით გადაცემა მომსახურების საფასურად.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამიერიდან ნებისმიერი მოქალაქე ან ორგანიზაცია საქართველოში, ან უცხოური ორგანიზაციების ფილიალები, რომლებიც გაბედავენ საკუთარი აზრის გამოთქმას ხელისუფლების პოლიტიკაზე და ამავდროულად — იღებენ რაიმე სახსრებს უცხოური ორგანიზაციებისგან ან ფიზიკური პირებისგან, იქნება ეს ხელფასი, გრანტი, შემოწირულობა თუ უბრალოდ დახმარება, ამიერიდან ხვდებიან კანონის მოქმედების ქვეშ და დაექვემდებარებიან ოსტრაიზმს — იქნებიან დაპატიმრებულნი, გასამართლებულნი, დაჯარიმებულნი სოლიდური თანხით და დიდი ხნით მოხვდებიან ციხეში?

— პირველ ყოვლისა, დაველოდოთ კანონპროექტის განხილვას პარლამენტში, რადგან კანონპროექტი დაიხვეწება და დაზუსტდება, სანამ კანონად იქცევა. თუ ვიმსჯელებთ იმ ტექსტით, რომელიც საზოგადოებას გააცნეს, პოლიტიკური მიზნებისთვის უცხოური დაფინანსების მიღებისას/გამოყენებისას აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული თქვენ მიერ ჩამოთვლილი უსიამოვნებები. ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ამიერიდან დასჯადია არა მხოლოდ ანტისამთავრობო ქმედებები, არამედ ხელისუფლების პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის განზრახვაც და, რაც სპეციალურად არის ცალკე მითითებული, ამავე პოლიტიკის შეცვლის განზრახვა, თუმცა არსებითად, ეს ერთი და იგივეა.

როგორ, ვის მიერ და რა კრიტერიუმებით შეფასდება ამიერიდან საქართველოში იმ პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ნებისმიერი ფორმით შეეხებიან პოლიტიკას, იქნება ეს მედია თუ ბიზნესკომპანიები, რომლებსაც ამიერიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ?

— ვფიქრობ, ესეც გათვალისწინებული იქნება დახვეწილ კანონში. არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში, სუს-თან ან ანტიკორუფციულ ბიუროსთან შეიქმნას კომპეტენტური ანალიტიკოსების — მრჩევლების ექსპერტული ჯგუფი საკონტრაქტო საფუძველზე, რომლებიც გაერკვევიან თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში და შეაფასებენ — რასთან გვაქვს საქმე: ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ გამოვლინებასთან საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილი უცხოური პოლიტიკური ძალებისა და სპეცსამსახურების დავალებით, თუ უბრალოდ საკუთარი ინიციატივითა და შეხედულებებით გამოთქმულ კონსტრუქციულ კრიტიკასთან, რომელიც არ არის გამოწვეული უცხოური დაფინანსებით. ასეთი ვერდიქტის გამომტანი ადამიანები უნდა იყვნენ მოუსყიდველი და პასუხისმგებლიანი უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები უდიდესი გამოცდილებით, რომლებმაც უზადოდ გაიარეს გზა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე და ერთი შეხედვით, ინტუიციურად არჩევენ კარგსა და ცუდს.

   შემოქმედებითი, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს პოლიტოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა თუ ხელოვნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასჯადი გახდეს, პირიქით — ხელისუფლება წაახალისებს ქართველი სპეციალისტების საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით. თავად ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელებმა, იქნება ეს მთავრობა თუ პარლამენტი, გამოცდილება სწორედ საზღვარგარეთ, ევროპულ და ამერიკულ ორგანიზაციებში დააგროვეს. ამავდროულად, ამჟამინდელი მთავრობა — პირველი პრეცედენტია ისტორიაში! — ხელს უწყობს არა ქართველი ახალგაზრდობის საზღვარგარეთ სწავლაზე გაგზავნას, საიდანაც ისინი ხშირად არ ბრუნდებიან, არამედ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებიდან ქართველი სტუდენტების სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტყობინება, 4 თებერვალს გაიმართება გამოცდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც უცხოეთის უნივერსიტეტების შემდეგ სწავლის გაგრძელება საქართველოში სურთ, ან იქ სულ მცირე ერთი სემესტრი მაინც ისწავლეს.

ისე არ მოხდეს, რომ კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი თავად კანონზე გრძელი აღმოჩნდეს

— როგორც ცნობილია, ნებისმიერი, ყველაზე ნაცნობი და უბრალო წამლის ინსტრუქციაშიც კი, მაგალითად — ანალგინის, მითითებულია გვერდითი მოვლენების სრული სპექტრი, გულის უეცარ გაჩერებამდეც კი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი აუცილებლად დადგება — მოქალაქეებს უბრალოდ აფრთხილებენ ყველა შესაძლო შედეგზე, იმაზეც კი, რომელთა დადგომის ალბათობა წმინდა თეორიულია ან „highly likely“. იგივე შეიძლება ითქვას გრანტების შესახებ კანონის დამატებებზეც. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გასულ წელს მიიღო კანონი „უცხოეთის აგენტების შესახებ“, ამავე აგენტების დასავლელმა მეურვეებმა ამ კანონის გვერდის ავლის უამრავი გზა გამოიგონეს — ოპოზიციონერებისთვის ფულის გადაცემამდე საელჩოების შენობებში, სადაც დოლარები და ევროები წინასწარ შედიოდა დიპლომატიურ ფოსტასთან ერთად. შემდეგ კი ამ ოპოზიციონერებმა მოაწყვეს მორიგი, რიგით მეხუთე, სახელმწიფო გადატრიალების ჩაფუშული მცდელობა პრეზიდენტის რეზიდენციის დაკავებით 2025 წლის 4 ოქტომბერს, რითაც მოახდინეს ხელისუფლების პროვოცირება კანონმდებლობის გამკაცრებაზე.

   „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“ — ოპოზიცია საქართველოში წარმოადგენს მოქალაქეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან ჭრელ კატეგორიას, რომელთა პიროვნებად ჩამოყალიბებისას აშკარად დაშვებულ იქნა ხარვეზები, რომლებიც მოექცნენ უცხოური პროპაგანდის გავლენის ქვეშ და რომლებსაც მთელი თავიანთი იოლი ცხოვრების მანძილზე არავითარი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა არ გაუწევიათ — მხოლოდ გრანტებს ჭამდნენ, რომლებიც დასავლეთიდან მდინარესავით მოედინებოდა. ამიტომ მათ „რევოლუციების“ — სახელმწიფო გადატრიალებების — და ლგბტქი+ უფლებების დაცვის გარდა არაფრის კეთება არ შეუძლიათ. და აი, დაატყდათ კატასტროფა — ჯერ აშშ-ის პრეზიდენტმა „დახურა დუქანი“ — კანონგარეშე გამოაცხადა ათობით გენდერი, ისევე როგორც თავად ეს სიტყვა, და დატოვა მხოლოდ ორი სქესი — მამრობითი და მდედრობითი; შემდეგ კი ტრამპმა დახურა თავად გრანტგამცემი სახელმწიფო ორგანიზაციები — USAID, NED, და ზიზღი გამოხატა კერძო ფონდების — EED-ისა და სოროსის ფონდის მიმართ. და აი „გვირგვინიც“ — „ოცნების“ პროდასავლურმა ხელისუფლებამ, რომლის საგარეო პოლიტიკური გზა ყოველთვის და 100%-ით ემთხვეოდა ამჟამად ოპოზიციური სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიის კურსს, მოულოდნელად „ფირფიტა შეცვალა“ — დაიწყო ლპობადი დასავლეთისა და მისი სატელიტების ორმაგი სტანდარტების მხილება, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, არ ერიდებოდნენ უძლიერეს ზეწოლას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაზე, მათ შორის — კონფიდენციალურად, თავიანთი ელჩების მეშვეობით, რათა საქართველო ჩაბმულიყო ომში რუსეთის წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი ქართული არმიის იარაღით მომარაგებას ჰპირდებოდნენ. ბაიდენის დროს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის ხელმძღვანელების, დასავლელი დიპლომატებისა და კიევის ხელისუფლების განცხადებები უნისონში ჟღერდა — „თქვენი ვალია დაიწყოთ ომი და დაიცვათ უკრაინა!“, „მოგვეცით ჯარისკაცები, „ჯაველინები“ და ანტირუსული სანქციები!“.

   რა ქნან მათ დღეს, საით წავიდნენ ახლა ეს „კაპიტალ გრანტის შვილები“ — ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია-გაერთიანება, მათი მომსახურე მედია და ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო საზოგადოების“, უფრო სწორად, ანტი-საზოგადოების სხვა ბუტაფორიები, რომლებიც დასავლეთს კვერს უკრავდნენ — აქაოდა „სჯობს თბილისზე ბომბები სცვიოდეს, ვიდრე დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ლაჩრული ჩაურევლობის პოლიტიკა იყოსო!“? ამიტომ ქართული ოპოზიციის უკანასკნელი იმედი გახდა ევროპა — ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსოფობული ვარსკვლავები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას ჰპირდებიან „მანამ, სანამ საჭირო იქნება“ და „სრულ გამარჯვებამდე“, აშშ-ის მიუხედავად; ევროპა, რომელიც აერთიანებს ყველა ქვეყნის რუსოფობს „მსურველთა კოალიციაში“, რათა უკანასკნელად სცადოს რუსეთის დაჩოქება, რაც ვერ მოხერხდა 80 წლის წინ, თუმცა ევროპას მაშინ ჰიტლერი მეთაურობდა და არა ნაცისტების დღევანდელი ნაშიერები — ესესელების შთამომავლები, გინეკოლოგის ასისტენტები და სხვა გაუნათლებელი ნაძირალები. რა თქმა უნდა, ახლა მათ დიდი ხმაური და აურზაური ატეხეს, სურთ საქართველოს მიმართ გამოიყენონ ეუთოს ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი, რადგან კარგავენ მთავარს — საქართველოში სიტუაციაზე კონტროლის ყველა ბერკეტს უცხოეთის აგენტების — ქართველი ნეონაცისტებისა და ნეოლიბერალების დაფინანსების არხების გადაკეტვის გამო, რომლებიც უფულოდ პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებს“ არ დაუშენენ და ციხეში არ ჩაჯდებიან, რა „იდეურებიც“ არ უნდა იყვნენ!

   მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღევანდელ ქართულ ხელისუფლებაში სულელები არიან, რომლებსაც „ლოცვა აიძულე და შუბლს გაიტეხენ“. წამლის ინსტრუქცია რომ საკმარისი ყოფილიყო, ექიმები საერთოდ არ იარსებებდნენ, ხოლო კანონი — ეს წამლის ინსტრუქციასავითაა, ყოვლისმომცველი და ყველაფრის მომცველი, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო ვარიანტს. და ვერავინ ხედავს მთავარს — არავინ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სსრკ-ის დაშლის შემდეგ პირველად სურს შეაჩეროს დასავლური პროპაგანდა და კორუფცია, ხოლო პოლიტიკური გრანტები და „ატკატები“ სხვა არაფერია, თუ არა კორუფციის ელიტური ფორმა — საერთაშორისო კორუფცია, როდესაც მოქალაქეები სამშობლოს ვალუტაზე ყიდიან, ლობირებენ უცხოურ და არა ქართულ ეროვნულ ინტერესებს, რითაც ხეირობენ აგენტებიც საქართველოში და გრანტგამცემი ბენეფიციარებიც საზღვარგარეთ! იცით, რატომ არ ამოწმებენ გრანტგამცემები მათ მიერ გაცემული გრანტების მიზნობრივ გამოყენებას? იმიტომ, რომ თავადვე იღებენ მათგან „ატკატებს“, ნაწილი ნაწილდება უცხოეთის აქაური აგენტებს შორის, დანარჩენი კი ხმარდება პლაკატებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ პეტარდებთან ერთად!

   სიტუაციაში გაურკვევლად, ბევრი ემოციური მოქალაქე დღეს ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს და ოპოზიციასთან ერთად ხმას იმაღლებს — თითქოს საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა! მაგრამ ვის სჭირდება ასეთი დემოკრატია?! ნახევარი წელი პარლამენტში მუშაობდა სააკაშვილის რეჟიმისა და სხვა მავნებელ-მესაბოტაჟეების დანაშაულების შემსწავლელი კომისია ახალი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ გახარიას ჩათვლით, რის შედეგადაც გამოვიდა რეზოლუცია — თანამედროვე ღალატის ანთოლოგია, რომელიც შეტანილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში. ნუთუ ყველა ეს პარტია და ცალკეული დამნაშავე — საქართველოსა და ქართველი ხალხის ოფიციალური მტრები! — გააგრძელებენ თავიანთ შავ საქმეს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ოღონდ ხელისუფლებას დასავლური დემოკრატიის ნორმების რევერსში არ დასდონ ბრალი?! სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდნენ, თუმცა „ნაცმოძრაობის“ დიქტატორული რეჟიმი საქართველოში გაზეთებისა და ტელეკომპანიების რედაქციების დარბევას, წამებასა და მკვლელობებს ნერგავდა: განა ასეთი დემოკრატიისკენ ვისწრაფვით კვლავ?!

რით ახსნით იმას, რომ თბილისისა და მოსკოვის რეაქციების დამთხვევა ევროპული ბიუროკრატიის დესტრუქციულ ქმედებებზე არანაირად არ აახლოებს საქართველოს რუსეთთან, ხელს არ უწყობს უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყებასა და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის უპრეცედენტო ზრდის მიუხედავად?

— რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა განუყოფლად დაუკავშირა საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის საკითხს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არ არის, ყოველ შემთხვევაში — ჯერჯერობით.

მაშ რა არის დღეს ქართული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი?

— „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, რომელიც თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ამიტომ მოქმედი ქართული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად, სადაც კი შესაძლებელია, იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის პოლიტიკას - იქნება ეს გრანტების, მიგრანტები, თუ გენდერების ხელშესახები საკითხები. რუსეთთან ურთიერთობების გამოკლებით, შეხედეთ: საქართველოს რუსეთთან აქვს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ არ აქვს პოლიტიკური, ხოლო აშშ-ს რუსეთთან — პირიქით, აქვს აქტიური პოლიტიკური დიალოგი, მაგრამ სავაჭრო პარტნიორობა, კოსმოსისა და ატომის სფეროების გარდა, ჯერჯერობით მხოლოდ იგეგმება პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლების — კირილ დმიტრიევისა და ჯარედ კუშნერის მიერ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „პუტინი და ტრამპი შეითქვნენ და ფარულად გაიყვეს მსოფლიო“, როგორც ამ ხმებს საქართველოში ავრცელებენ.

ვინ ავრცელებს? ოპოზიცია, ხელისუფლება, მედია, არასამთავრობოები?

— ყველაზე პიკანტური ისაა, რომ ასეთ ხმებს ავრცელებს ეგრეთ წოდებული „პრორუსული სასტავი“ — ერთი მუჭა ორპირი საზოგადო აქტივისტები, რომლებიც ადრე „რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ“ ფლეშმობებს ედგნენ სათავეში და ქართულ ენაზე კვლავინდებურად რუსეთს „ოკუპანტსა და აგრესორს“ უწოდებენ, ხოლო რუსულად ხელისუფლებას მოსკოვთან დიალოგის დაწყების სურვილის არქონის გამო საყვედურობენ. ამავდროულად ავრცელებენ სხვადასხვა დეზინფორმაციას, თესავენ პანიკას და უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც რუსეთში იცნობენ და პატივს სცემენ, თავიანთ მითიურ, ვითომდა „სულ ზემოდან მიღებულ ფარულ უფლებამოსილებებზე“ მინიშნებით. ასევე ახდენენ რუსეთის, მისი პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის იმიჯის დისკრედიტაციას, წარმოაჩენენ რა მათ 21-ე საუკუნის ნამდვილ მეკობრეებად. ვფიქრობ, ეს მოხალისე მისიონერები არიან სწორედ ის ნამდვილი „სიღრმისეული სახელმწიფო“ — „Deep State“, როგორც ახლა მოდურია გამოხატვა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში.

რას გულისხმობთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმიჯის დისკრედიტაციაში?

— რა არის, თუ არა პუტინის დისკრედიტაცია, მედიასა და სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად მსოფლიოს იყოფს, როგორც ტორტს, რომლის „შეჭმასაც“ მერე ერთად აპირებენ — თითოეული თავისთვის მოჭრილ ნაჭერს?! რომ პუტინმა უკრაინა ვენესუელასა და გრენლანდიაში გაცვალა — თითქოს ტრამპი ხელს არ უშლის რუსეთს დონბასის დაპყრობაში, საპასუხოდ კი პუტინი თვალს ხუჭავს აშშ-ის ქმედებებზე ვენესუელაში და გეგმებზე გრენლანდიის, კუბის, მექსიკის მიმართ? ანუ, ტრამპი თავის ნახევარსფეროში ბატონობს, პუტინი კი — მეორეში, ამიტომ „დღე-დღეზე“ თბილისში სპეცნაზი გადმოსხდება და ივანიშვილს შეიპყრობს, როგორც მადუროს შემთხვევაში მოხდა, საქართველოში კი ნაცვლის მოვალეობის დროებით შემსრულებელს დასვამენ? მაგრამ გადიოდა დღეები, თბილისს თავს არავინ ესხმოდა და ივანიშვილს არავინ იტაცებდა, ამიტომ ეს მაზალო ადამიანები, თბილისში სათითაოდ დაბრუნდნენ მოსკოვიდან, სადაც იმ იმედით გაიჭრნენ, რომ თანამედროვე „ვორონცოვ-დაშკოვებად“ აირჩევდნენ: კრემლთან ახლოს უნდა ვიყოთ, რომ პუტინს თვალში მოვხვდეთ, როცა ის წითელ მოედანზე სასეირნოდ გამოვაო!“ — ალბათ ასე ფიქრობდნენ ეს კომედიანტი-რეკლამშიკები, რომლებიც მიჩვეულნი არიან „პანელურ“ დისკუსიებზე, ყვითელ ტელეეკრანებზე კეკლუცობასა და სელფების გადაღებას. ხოლო მათი ფარული კავშირები ოპოზიციასა და სპეცსამსახურებთან ახლა სულაც არ არის განხილვის თემა.

მაშინ შევცვალოთ თემა და შემდეგ კითხვას დაგისვამთ: გრანტების შესახებ კანონში დამატებების კანონპროექტის გარდა, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, საქართველოში სკანდალები და მითქმა-მოთქმა გამოიწვია კობახიძის მთავრობის სხვა აქტივობებმაც: უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების დაპატიმრებებმა, ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრების ჩათვლით; სამთავრობო ადმინისტრირებამ კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და ბენზინზე მრავალჯერ გაზრდილ ფასებზე, რაც ოპოზიციამ კერძო სექტორზე წნეხად შეაფასა; განათლების რეფორმამ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ორი უძველესი უმაღლესი სასწავლებლისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას. ამგვარად, „ქართული ოცნებისხელისუფლებამ მრავალჯერ გაზარდა თავისი ოპონენტებისა და მტრების რიცხვი, მათ ბიზნესის წარმომადგენლები, პროფესურა და სტუდენტები დაამატა, განა ასე არ არის?

— ერთხელ ერთმა ჭკვიანმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შესთავაზა, მაშინ საქართველოში შექმნილი მმართველი პარტიისთვის, რომლის საპატიო თავმჯდომარეც ის უნდა გამხდარიყო, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ ეწოდებინა. „მოქალაქეთა კავშირზე“ უკეთესის მოფიქრება ძალიან ძნელია, რადგან „მოქალაქე“ — ეს პატრიოტია, ეს — უფლებები და მოვალეობებია და ეს ამაყად ჟღერს დიდი ფრანგული რევოლუციის დროიდან. მოქალაქეთა კავშირი — ეს საზოგადოებაა, ქართველი ხალხია, ხოლო დასახლებულთა კავშირი — ეს მოსახლეობაა, მასაა, ამორფული და ინდიფერენტული. ახლა მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ ჰქვია და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. იდეაში, ქართული ოცნება უნდა იყოს თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ადამიანური ღირსების დაბრუნება, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ხშირად ითელება…

საქართველოს მოქალაქეთა ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფენ სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ სახელმწიფოში აუცილებლად უნდა არსებობდეს სახელმწიფო საავადმყოფოები, სადაც შემოსავლების 30%-ს მფლობელი არ წაიღებს, როგორც ეს ხდება კერძო კლინიკებში, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. საქართველოს მოქალაქეთა ადამიანური ღირსება ილახება მარკეტებში, მაგალითად - “FRESKO”-ში, სადაც მათ არ შეუძლიათ შეიძინონ ძვირადღირებული კვების პროდუქტები და სადაც მათ დამცინავად ეპყრობიან. საქართველოს მოქალაქე თავს ადამიანად არ გრძნობს, როდესაც მას აჯარიმებენ უზარმაზარი თანხებით, რომლებიც მის დღიურ შემოსავალს ბევრჯერ აღემატება.

   აი, რატომ არის დღეს ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევა — არა დესტრუქციული ოპოზიცია, არა აშშ-სთან რესტარტი, არა “რუსული საფრთხე” და არა მეზობლების შანტაჟი — აქაოდა, შეამცირეთ ტრანზიტული ტარიფები, თორემ ტვირთები ზანგეზურის დერეფნით წავაო! სინამდვილეში კი არასოდეს წავა მკაცრი კლიმატის გამო, მაგრამ სწორედ სიცივე და წყალი, როგორც გაგრილების საშუალება, აუცილებელია მონაცემთა ცენტრის (data center) მუშაობისთვის, რომლის შექმნაც იზიდავს აშშ-ს TRIPP-ის პროექტში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა — ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, სამედიცინო სერვისი, სამუშაო ადგილები, პენსიები და საყოველთაო დაზღვევა, რომელიც არ უნდა იყოს კერძო სადაზღვევო კომპანიების ძვირადღირებულ დაზღვევაზე უარესი. ყოველივე ეს განუყოფლად არის დაკავშირებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.

   და საპირისპირო მაგალითები: საქართველოს მოქალაქე თავს ადამიანად გრძნობს, როდესაც ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, ხმაურისა და რეკლამის გარეშე, ყოველდღიურად აპატიმრებს ათეულობით ნარკორეალიზატორს, ტონობით ნარკოტიკს საზღვარზე და ებრძვის ქურდულ მენტალიტეტს, რომელიც სააკაშვილის შემდეგ საქართველოში ბობოქრად აყვავდა. ნახეთ — ქუჩებში დაძრწიან ხულიგნები — არასრულწლოვანი ქურდები და მკვლელები, ეზოები, სადარბაზოები და სასაფლაოები თბილისში მოფენილია გამოყენებული შპრიცებით! ამასთან, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ ამ მინისტრის გვარიც კი არ იცის და სახეზეც ვერ იცნობს, ქუჩაში რომ შეხვდეს, რადგან ის საქმითაა დაკავებული და არა პიარით, როგორც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი „სახე“… ასევე საქართველოს მოქალაქემ კვლავ იგრძნო თავი ადამიანად, როდესაც სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა მაღალჩინოსანი კორუფციონერების დაპატიმრება დაიწყო, მიუხედავად მათი კავშირებისა, სიმდიდრისა და დაკავებული თანამდებობებისა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავის ქმედებებში პრემიერ კობახიძეს აქვს სრული კარტ-ბლანში ბიძინა ივანიშვილისგან. ხოლო რადიკალური ოპოზიციისა და მხილებული ყოფილი მაღალჩინოსანი „მეოცნებეების“ ყველა ინსინუაცია კობახიძისა და გუნდის „ვერაგული გეგმების“ შესახებ, რომელთა კულმინაციაც, თითქოსდა, გახდება „მილიარდერის სრული ჩამოცილება პოლიტიკური ცხოვრებიდან — გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან“, არის თავად ამ ცილისმწამებელი ოპოზიციის ვნებიანი ოცნება და მათ ქვეშ რეალური არაფერია. მართალია, დაპირისპირების იმ მძლავრი ტალღის ფონზე, რომელიც ახალი ძალით აზვირთდა, პრემიერ კობახიძის მდგომარეობა ნამდვილად არ არის შესაშური, თუმცა, ვერც თავდაჭერილობას დაუწუნებ. არადა, ოპოზიციაშიც არიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება და საჭიროა საქმის დაჭერა, მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.

ინტერვიუ მოამზადა და ჩაიწერა მაია ჯავახიშვილმა

წყარო: SPUTNIK Georgia

2026 წლის 30 იანვარი
საქართველო, თბილისი