სამართალი
საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასების 300 ლარით გაზრდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულია ქარხნის 1 000-ზე მეტი თანამშრომელი. ამ დროისთვის გაჩერებულია ყველა საწარმო, მათ შორის ჟანგბადის წარმოებაც.
თანამშრომელთა განმარტებით, ადმინისტრაცია მათ ხელფასების მხოლოდ მიზერული რაოდენობით, 3 პროცენტით ზრდას დაჰპირდა, რაც მათთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ აქციას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
გაფიცულების თქმით, ჟანგბადის მწარმოებელი საამქრო, რომელიც საავადმყოფოებს ამარაგებს, თავად ადმინისტრაციამ გააჩერა. შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ.